საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში „ინოვატორთა კლუბის“ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

26 იანვარს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში „ინოვატორთა კლუბის“ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტი პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრთან პარტნიორობით სამ კოლეჯში განხორციელდა და ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა-განვითარებას ისახავდა მიზნად. ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას, სხვა სპიკერებთან ერთად, სიტყვით მიმართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა თამარ ქიტიაშვილმა და…