სიახლე

პირველი მერცხალიც გამოჩნდა. გაიცანით გვანცა, რომელმაც პირველმა გაიარა რეგისტრაცია კასპის პროფესიულ კოლეჯში და სიმბოლური საჩუქრებიც მიიღო. გვანცა 22 წლისაა და სამკერვალო წარმოებით არის დაინტერესებული.
დღეს დაიწყო რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და გაგრძელდება 20 აგვისტოს ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ:
– კასპის პროფესიულ კოლეჯში (მის: ქ.კასპი, დ.აღმაშენებლის N168ვ);
– საგანმანათლებლო რესურსცენტრებში;
– ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე: vet.emis.ge
რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ პირადობის მოწმობა და აქტიური ელექტრონული ფოსტა(email).
ყველა პროგრამაზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3dMAY4l